მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში გვშურს, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა - ლიზა იასკო

ლიზა იასკო

„გვშურს, რომ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდა, როგორც არის მიხეილ სააკაშვილი, მას აქვს დიდი გული და შეუძლია დიდი ცვლილებების განხორციელება, რასაც უკრაინაში ძალიან ვაფასებთ“, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. მას შეუძლია ასე შორს წასვლა, ეს დასაფასებელია, მე ამაყი ვარ მისით, მეამაყება, რომ მას ასე უყვარს საკუთარი ქვეყანა. ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ უნდა მოიგოთ. მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე იყოს გათავისუფლებული, ის არის პოლიტპატიმარი, რაც სრულიად მიუღებელია.

ძალიან ცუდია, რაც თქვენს პრეზიდენტს მოუვიდა და საჭიროა ამის წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი და მიხეილის მომავალი, ამ ადამიანს შეუძლია დიდი ცვლილებების გატარება, ჩვენ უკრაინაში ამას ვაფასებთ. ის არის უკრაინელი პოლიტიკოსიც და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ თქვენ ის დაიცვათ“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

ლიზა იასკო საქართველოში 5 ოქტომბერს ჩამოვიდა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 პესკოვი სააკაშვილის წერილზე: ეს აბსურდის თეატრია

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება