მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმძიმესია მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე Pia.ge

„რა ინფორმაციაც ამ წუთს მე მაქვს, საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა, დმანისში სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება. როგორც მეუბნებიან, არ გადამიმოწმებია ჯერჯერობით. ამბობენ, რომ ამ ადამიანს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით იქნება გარკვეული ცნობები, საუბარია ამ ადამიანის მკურნალობის დოკუმენტებზეც კი. რამდენიმე წუთის წინ მიღებულ ინფორმაციას გაწვდით და როგორც გვეუბნებიან, ეს კარგად იცოდა ყველა ადამიანმა, ვინც იმ სოფელში ცხოვრობს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო მძიმე ფსიქიკური პრობლემებით და სწორედ, მის მიმართ იყო უმძიმესი შეურაცხყოფები“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ მათი პროვოკაცია მიმართული იყო ადამიანის მიმართ, ვისაც მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა და ეს ამბავი იცოდა ყველამ.

„ყველგან სცადეს პროვოკაციის მოწყობა. ნახეთ, ხომ კასკადი ამ შეურაცხყოფების დაბოლოს, არსად რომ არ გამოუვიდათ, რადგან მკაცრი დავალება და თხოვნა გვაქვს ჩვენი აქტივისთვის, რომ არავინ წამოეგოს პროვოკაციებს, ბოლოს მიადგნენ ისეთ ადამიანს, რომლისგანაც იყო ყველაზე მოსალოდნელი ასეთ პროვოკაციაზე წამოგება. უმძიმესია, მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა. ეს უფრო მეტი ამორალურობაა, თუ სხვა დანარჩენი, რასაც ვუყურებთ, ეს უკვე საზოგადოების განსასჯელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.