მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა განახლდეს თბილისი, სირცხვილით სად ვთქვათ, ისტორიულმა სახლმა ბავშვი მომიკლაო“ - ლადო კახაძე

პარლამენტის დეპუტატი

„თბილისის შენობა-ნაგებობების 10% ინგრევა. მშენებლებს მივმართავ, თქვენ არაფერ გერჩით, უნდა ავაშენოთ. უნდა აშენდეს, განახლდეს და მივეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც საფრთხეს უქმნის მესამე კატეგორიის სახლები, ძველ უბნებს ეხება განსაკუთრებით.

იქ კიბიდან კიბეზე, სართულიდან სართულზე ასვლა არის საშიში. მერე სირცხვილით სად ვთქვათ, ისტორიულმა სახლმა ბავშვი ან კაცი მომიკლაო. ეს როგორ უნდა ვაკადროთ წარსულს, წარსულმა შთამომავალი მომიკლაო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ახალი შენობების აშენება აუცილებელია, მაგრამ ეს კანონიერად უნდა გაკეთდეს.

„მაგრამ მეორე საკითხია როგორ უნდა ავაშენოთ და ამ პოლიტიკური თემით არ დავსვაროთ ეს საკითხი. უნდა ავითვისოთ ყველა მისადაგებელი სივრცე, იმ წესიერი ზნით, რომელიც შთამომავალთან პირნათელს დაგვტოვებს.

„ეხლა რა საკითხს ვეხებით. ჩვენ ვეხებით საკითხს, ქირურგმა ცუდი ოპერაცია გაგიკეთა, მოკვდი პაციენტო, მაგრამ შეარჩინეო“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

მან ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ, როცა საკითხს სისტემურ ხარვეზად წარმოაჩენენ.

„ვიღაცამ პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს თავის თავზე. ვიღაცამ ეგნატე ფიფიობა ხომ უნდა გასწიოს მიწაზე. საჯილდაო ქვად გახდა და პოლიტიკური ტრიბუნიდან ისეთი სიტყვების მოხმობა, როგორიც არ გეკადრებათ არც თქვენ და არც თქვენს ოჯახებს. რატომ კადრულობთ ამას, ხომ იცით, რომ კარგ საქმეს აკეთებს ხელისუფლება.

ეს თქვენ სისტემურად გინდათ მონათლოთ და პოლიტიკურად გამოიყენოთ“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.