მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა გაუქმდეს კონკორდატი და საქართველოს ეკლესიას მიეცეს შანსი ახლიდან გაქრისტიანდეს“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ მიმდინარე პროცესს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მისი თქმით, „კონკორდატი უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას მიეცეს შანსი ახლიდან გაქრისტიანდეს“.

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია.

პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა, სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს

სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ბავშვთა სახლში შესაძლო დანაშაულებზე 4 საქმე აქვს აღძრული, მათგან 3 ძალადობას და 1 გაუპატიურებას ეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქალი ხარ თუ კაცი, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო“ - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს

👉 „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

👉 „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი