მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არიან“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა. პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არიან, ეს არსებობდა ბელადი სააკაშვილის დროს,“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეთანხმების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციას ადგილი არ ექნება.

„ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან დესტრუქციას ადგილი არ ექნება.

ჩვენ ვართ მზად, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნეს მიღწეული, დანარჩენი ოპოზიციაზეა დამოკიდებული,“ - განმარტავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციისთვის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეიდან განახლდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

კრისტიან დანიელსონი პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს, მას შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტთანაც აქვს ჩანიშნული.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება შეთანხმების მოკლე ვადაში მისაღწევად მზად არის.

ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ახლა გამბედაობისა და კომპრომისის პოვნის დროა, რაზეც პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

მიმდინარე თემებზე PIA.GE-სთან საუბრისას, პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ, არის „იძულება მშვიდობისათვის“.