პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დარჩენა წამგებიანი იქნება

პოლიტიკური ექსპერტი
1606141717
დაკოპირებულია

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე PIA.GE-სთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. 

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგიტიმური იქნება. პოლიტიკურად კი, ქვეყანაში რთული ვითარებაა.

„მივიღეთ ასეთი რთული ვითარება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. თუმცა, მეორეს მხრივ, სამართლებრივი თვალსაზრისით, პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურია. სრულფასოვან მუშაობას დაიწყებს, თუმცა, ოპოზიცია თუ არ შევა, კონსტიტუციურ შესწორებებს ვერ მიიღებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, იმედი მაქვს, ამას შედეგი მოჰყვება“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია წარმატებული ვერ იქნება, თუ ის ქუჩაში დარჩება და საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.

„ჯობია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და იქიდან გააგრძელოს როგორც ქუჩის აქციები, ისე პარლამენტზე ზეწოლა.

ზოგადად ოპოზიციამ, ამ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ნოყიერი ბაზა შექმნა იმისთვის, რომ იბრძოლოს როგორც სამართლებრივი, ისე ქუჩის პროტესტის გზით, თუ ერთ-ერთი მათგანი არ იქნება, მე მგონი ეს ოპოზიციისთვის უფრო წამგებიანი იქნება.

რა თქმა უნდა ერთპარტიული პარლამენტი ცუდად ჩანს და ცუდად ჟღერს, მაგრამ ამით ქვეყანა არ იქცევა. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, პრობლემა ისაა, რომ ძალიან რთულ ვითარებაშია ქვეყანა, ყველა მიმართულებით და ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს ამ მძიმე ვითარებაში სწორად გაუძღვეს ქვეყანას და არ მივიდეთ ძალიან კრიზისამდე“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მოსალოდნელია თუ არა ხელახალი არჩევნები?

ექსპერტის თქმით, თუ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ხელახალი არჩევნების ჩატარების არგუმენტი არ არის.

„თუ რიგგარეშე არჩევნებზეა ლაპარაკი, აქ ლაპარაკი უნდა იყოს კომპრომისზე. იმის გამო, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, თან ისე, რომ ოპოზიცია ქუჩაში დარჩეს და ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, ამის არგუმენტაციას უბრალოდ ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების უკან დახევად კი არა, დამარცხებად იქნება აღქმული. შესაბამისად, ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე არ წავა.

კომპრომისის შემთხვევაში - თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, შემდეგ რიგგარეშე არჩევნებზე თანხმდებიან, ეს გაზაფხულზეა შესაძლებელი.

საკანონმდებლო სივრცეში ხვრელების ამოვსება, ცესკოს დაკომპლექტება ახალი წესით და ახალი პერსონალით - ამაზე თუ შეთანხმდებიან, ელჩების გარანტიით, ალბათ ეს მომავალი წლის შემოდგომამდე ვერ მოესწრება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით...

„არ მგონია, რომ ეს არჩევნები კატასტროფულად განსხვავდებოდა სხვა, წინა არჩევნებისგან“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავიდანვე უნდა დათანხმებოდა ოპოზიციის მოთხოვნას ხმების გადათვლასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი. ათასივე უბანი უნდა გადათვლილიყო, თუ ამის საჭიროება იქნებოდა, მაგრამ არა მერე, როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არამედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა - გადავთვალოთო. ეს უნდა მომხდარიყო ძალიან გამჭვირვალედ.

ახლაც რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც უბანს შეისწავლის, თუ გულწრფელად მიხედავ ამ საქმეს, გაარკვევს, მართლა მოხდა თუ არა გაყალბება. ეს ყველაფერი შესაძლებელია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოსახვედრად, 1%-იანი ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს. მათ, საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

📑ზაალ უდუმაშვილი: ახლა ხელისუფლებისგან ველოდებით გარკვეულ წინადადებებს

📑ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები

📑კარლ ჰარცელი: აუცილებელია საქართველო მივიდეს სრულფასოვანი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.