მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში“- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რომ ისინი აფასებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ, 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.

აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) შვედეთის თავმჯდომარეობას.

ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს და იმავდროულად, დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას” – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი

✅„ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული აშშ-სთან ერთად“- დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

✅დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს იყო ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგი