მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ამ ეტაპზე დიდი შეკრებები შევაჩერეთ

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ამ ეტაპზე დიდი შეკრებებისგან თავს იკავებს.

როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა და მათი მკურნალობისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ალბათ იმ პოლიტიკოსებს შორის ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ უსისტემო მიდგომების მსხვერპლი გახდება ეს ქვეყანა. დიახ, „ლოკდაუნი“ საჭირო იყო, მაგრამ მასთან ერთად უნდა იყოს ვირუსის სწრაფი გამოვლენა. „ლოკდაუნი“ ინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისთვის და მკურნალობისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ამ ეტაპზე, დიდი შეკრებები შევაჩერეთ, რადგან არ გვინდა ხელისუფლებას მივცეთ აბსურდული არგუმენტები. მე მათ მოვუწოდებ, რომ ქვეყნის მართვა არ არის საბავშვო ბაღი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

👉 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება

👉 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით