პოლიტიკა

ვერა და ნინო ქობალიების პასპორტის დამზადებისათვის ანაზღაურებული დოკუმენტის მიხედვით, გადახდის გრაფაში მითითებულია „საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული“, რაც გადახდის დანიშნულების რეალობასა და მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი, ეკონომიკის
ყოფილი მინისტრი ვერა
ქობალია
1634127265
დაკოპირებულია

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. დასკვნის თანახმად სააკაშვილის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვა თანამდებობის პირებიც სარგებლობდნენ.

მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას მშობლები და და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, ასევე, დასკვნის თანახმად საინტერესოა ერთი დეტალიც:

„საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვ. ძამანაშვილის 2010 წლის 1-ლი მარტის პატაკის მონაცემებით, ჩამოწერილია 444 ლარი, რომელიც ქველმოქმედებაზე გაწეულ ხარჯად არის დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული ხარჯი 2010 წლის 26 თებერვალს ვერა და ნინო ქობალიების პირადობის მოწმობების და პასპორტის დამზადებისათვისაა ანაზღაურებული და წარმოდგენილი საგადახდო დოკუმენტის ჩანაწერის მიხედვით თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში ზემოთ აღნიშნულ პირებზე მითითებულია „საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული“, რაც გადახდის დანიშნულების რეალობასა და მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

რაც შეეხება ავიაბილეთებს, აუდიტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისი ავიარეისი, რადგან მომსახურებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს არ უსარგებლია, თუმცა მგზავრობა სწორედ პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას მშობლების კანადიდან თბილისში ჩამოყვანასა და შემდეგ უკან - თბილისიდან კანადაში გამგზავრებაზე. აუდიტის მიერ გამოკვლეული დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ ვერა ქობალიას მშობლების მგზავრობა ბიუჯეტს 33 ათას 336 ლარი დაუჯდა.

„საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის პატაკის მონაცემებით ოთარ ქობალიასა და მერი ერისთავის სამგზავრო ბილეთებით მომსახურებაზე, ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისი-მიუნხენი-ფრანკფურტი-ვანკუვერის მიმართულებით (ჩამოსვლა 2010 წლის 19 დეკემბერი, გამგზავრება 2011 წლის 4 იანვარი) ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია თითოეულზე 16,683 ლარი - სულ 33,366 ლარი. ანალოგიურად, 2011 წლის 22-29 აგვისტოს ნინა ქობალიასთვის (ყოფილი მინისტრის და) სამგზავრო ბილეთების მომსახურებაზე ასევე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 4,911 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

„მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებ

„ჩემი დღევანდელი სათქმელი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება“ - იუშენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933
კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მ...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.