მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“ - გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე

გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას მართავს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს ახლა სწრაფი განვითარების თანმიმდევრული გეგმა სჭირდება.

გიორგი გახარიას გამოსვლამდე პარტიის წევრებმა ის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

გადაწყვეტილების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდის წევრებთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ფსევდოოპოზიციური ძალის შექმნასთან გვაქვს საქმე“ - ჯაფარიძე გიორგი გახარიას პარტიაზე

👉 „შეიძლება ილუზია აქვს, რომ მისი ავანსცენაზე დაბრუნება ავტომატურად წარმატებული იქნება“ - წულუკიანი გახარიაზე

👉 გახარიას მისია „ქართული ოცნების“ ხმებზე ნადირობა და რეიტინგის თუნდაც 2-3%-ის წართმევა იქნება - ongo.ge