მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ“- შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას განთავისუფლების შემდეგაც კი არ მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.

როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, ეს დოკუმენტი კაპიტულანტურია.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ოდესმე ხელს მოვაწერთ კაპიტულანტურ დოკუმენტს, რომლითაც კრიმინალი ივანიშვილის ბანდა იღებს ლეგიტიმაციას? ეს ხომ გამორიცხულია. ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, ეს არ მოხდება. თუ უკუღმა დატრიალდება, არ მგონია, ამას მოვესწროთ“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც მოგვიანებით პარლამენტში შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, პოლიტიკური ჩართულობა კი მდგრადი გახდა

✅„არ მომწონს ეს დოკუმენტი, არ მჯერა, რომ ამ ხელშეკრულებით მოხდება პოლიტიკური დევნის დასრულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

✅შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს