მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“ - სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმროდან წერილით პასუხობს.

სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ წერილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან წაიკითხა.

„ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი - მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მე და მელია ვიქნებით ერთად, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის პასუხში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაუხარდა და ის ციხესთან ფარისევლურ განცხადებებს აკეთებს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი