მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს“ - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებად გამოცხადებას გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში მხოლოდ რამდენიმე გამოსავალი არსებობს.

ნათელაშვილი ამბობს, რომ დროა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყოს.

„საქართველოს ვაი ხელისუფლებამ რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავზე გადაახია შარლ მიშელის ხელშეკრულება და განაცხადა არ აპირებენ ხელისუფლებიდან წასვლას საარჩევნო, დემოკრატიული ვალდებულებითი გზით.

ეს უკვე ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარებაა. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი პროგნოზის ახდენა კაცს არ უხარია. სწორედ ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს და არ შევედით პარლამენტში.

შექმნილი ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ეს რეალობა დადგა. პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც თავს მიიჩნევს ოპოზიციად, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტების და უბედურების სასახლე.

ჩვენმა მოკავშირე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დააყადაღოს ივანიშვილის ყველა მილიარდი უკანასკნელ ცენტამდე. ეს სამი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დააყენებს გაზაფხულს“, - აცხადებს ნათელაშვილი.

ამავე თემაზე:

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

🔴 „ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში არაფერი გვესაქმება ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ - ლევან ხაბეიშვილი

🔴 „მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ“ - კობახიძე