მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუაცია შესაცვლელი და საჭიროა რიგგარეშე არჩევნები, დღეს აქციაზე უნდა მოვიდეს“ - უგულავა

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ. 

უგულავას თქმით, მმართველი გუნდის სახე დაკარგულია.

„ვინც თვლის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ვინც თვლის რომ არ შეეგუება ივანიშვილის რეჟიმს, ვინც თვლის რომ კარდინალურად არის სიტუაცია ქვეყანაში შესაცვლელი და საჭიროა რიგგარეშე არჩევნები, ვინც თვლის, რომ ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, დღეს 26 თებერვალს 13:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან.

ესენი როკვით არიან დაკავებული და აბსოლუტურად ვერ ხვდებიან იმ უბედურების მასშტაბს, რომელსაც ჩვენ მივუახლოვდით.

პარლამენტის მიმართულებით გვექნება თავისუფლების მარში რუსთაველის გამზირზე. საერთაშორისო ზეწოლა, რომელზეც ხშირად რეაგირებს და უკან დახევა უწევს ხოლმე ხელისუფლებას სწორედ გენერირდება და მოდის მაშინ, როდესაც ხალხი აპროტესტებს უკანონობას.

მე მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თქვენი სახე დაკარგულია და ახეულია. 23 თებერვალი წითელი ხაზი იყო, როდესაც ერთი კაცის დასაპატიმრებლად 3500 პოლიციელი ჩართეს“, - აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

✔️ „პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - კალაძე