მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი, პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა“ - წულუკიანი „ნამახვანჰესზე“

ანათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაინახავენ მთავრობის მიდგომას.

„ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, მოწვეულია არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელიც იტყვის თუ რა არის ოპტიმალური გამოსავალი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ თემაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი იყოს უპირველესი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔴 „დედაქალაქიდან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვპროვოცირებთ“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში“ - ვარლამ გოლეთიანი