მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბოჟაძე: ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა დაგვიანონსა, ადრე 24 საათით ადრე გვაფრთხილებდა, ახლა ისე გამწარდა, დაწერა და „გაუფრთხილებლად“ გაგვაცნობს

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე Pia.ge

„30 ოქტომბერს ნახავ, ისევ როგორ კიდევ ბევრი წელი და ბევრი არჩევნები ნახავ ყველაზე რეალურ კვლევებს, ქართველი ხალხის რეალურ დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე IPSOS Global-ის კვლევას, რომელსაც ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

„ისტერიკიანმა და შეშინებულმა გვარამიამ „იპსოსის“ კვლევა დაგვიანონსა, ადრე კაბინეტში წერდა და 24 საათით ადრე გვაფრთხილებდა, ახლა ისე გამწარდა, დაწერა და „გაუფრთხილებლად“ გაგვაცნობს.

ყველაზე რეალური კვლევა დღეს იყო თავისუფლების მოედანზე, მანამდე 2012, 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2020 წლებში იყო, 2021 წლის 2 ოქტომბერს იყო და 30 ოქტომბერს ნახავ კიდევ, ისევ როგორ კიდევ ბევრი წელი და ბევრი არჩევნები ნახავ ყველაზე რეალურ კვლევებს, ქართველი ხალხის რეალურ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% ნიკა მელიას მისცემს ხმას.