პოლიტიკა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ

გორის მერობის კანდიდატი
1631635354
დაკოპირებულია

„ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და გორის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა.

„ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ გორიდან ვიყავი. ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა, მუდმივად ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამეხარებინა.

ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, არის სირთულეები, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში მუდმივად

ვხედავდი შესაძლებლობებს და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიბრძოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა მათოშვილი, ბექა ლობჟანიძე, დავით სარალიძე, მერაბ მელანაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
აშშ-ს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის
დირექტორი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის...

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

1632037406
„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.