მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ მოსახლეობას

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში 2019

"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები არსებობს, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებები ექვემდებარებიან, მაგრამ არსებობს რეალობა. არსებობს ადამიანების ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც არავის იმედი არ გააჩნიათ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და კიდევ მეტი - ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას. საუბარია ყველანაირ დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ამერიკელი დიპლომატის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსული არაჰუმანური პოლიტიკის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებიკორონავირუსით იღუპებიან და ისინი სათანადო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ.​