მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში მძიმე ვითარებაა შექმნილი

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში 2019

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა.

ვოლსკის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარებით არის გამოწვეული.

„პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეს პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს და არასტაბილური სიტუაცია, ზოგადად, მსოფლიოში.

რას ვპასუხობთ კი არა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ საკითხს, რატომ ხდება, რა არის მიზეზი საბოტაჟის და აწყობს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რაც რუსეთს აწყობს“, - განაცხადა ვოლსკიმ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პრემიერი პომპეოს ვიზიტზე: ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას განამტკიცებს

საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოდის