მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში არაფერი გვესაქმება ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

„ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში არაფერი გვესაქმება ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ. ხელი ჩვენ ამ დოკუმენტზე არ მოგვიწერია, „ქართული ოცნება“ მოვალეობას აღარ ასრულებს და საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციაზე კი არ გადმოაქვთ ისრები, რასაც ცდილობდა ეს რეჟიმი, დღეს უკვე ცხადად გაიგეს, როგორც ქვეყანაში ასევე ქვეყნის გარეთაც, რომ ამათთან არავითარი თანამშრომლობა არ შეიძლება“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ფიქრობდა რომ „ქართული ოცნება“ 43 %-ს ვერ აიღებდა.

„ოპოზიციას კი არ გვატყუებს ივანიშვილი, ხალხს და მოსახლეობას ატყუებს და აცხოვრებს უმძიმეს პირობებში, რიგითი ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს ამ ქვეყანაში.

ამ განცხადებით კობახიძე შეეცადა, რომ სრული უიმედობა იყოს ოპოზიციაში და ადამიანებს ტვინში ჩაუდონ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. დაახლოებით ეს უთხრეს იმ ადამიანებს, ვინც მოწადინებული იყო, რომ ესენი 43 %-ს ვერ აიღებენ.

მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ უიმედოდ კი არა ათჯერ უფრო იმედიანად უნდა ვიყოთ.

მათ შორის დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული და ყურებჩამოყრილი. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი ანგარიშით დავამარცხოთ ისინი. რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება, რაც შეეხება პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობის“ ეს სასაცილოც კი არ არის, შარლ მიშელის დოკუმენტში არსად ეწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს თუ არ მოაწერსო „ოცნება“ ამას არ შევასრულებთო.

ჩვენი პარტიის გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შესაძლებლობა „ოცნებას“ და ოპოზიციას ვინც, ხელი მოაწერეს ჰქონდათ. ამიტომ არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“.

იქ არსად არ ეწერა, რომ თურმე ჩვენი ხელმოწერის გარეშე ოცნება „გადააგდებდა“ შარლ მიშელს. ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები იქნება და ეს არის თქვენზე დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ანგარიშით მოვუგებთ „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

📣„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

📣„არ გამოვრიცხავ, ევროკავშირმა ყველანაირი დახმარება შეგვიჩეროს“ - კახა გოგოლაშვილი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე