მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვრჩებით არა პარლამენტში, არამედ შეთანხმების ერთგულები“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ განცხადება, რომ შეთანხმება ამოწურულია, არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება ამოწურულია“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეთანხმება არ ამოწურულა და მის უკან აშშ და ევროკავშირი დგას.

„ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ არ წამოვეგოთ „ქართული ოცნების“ ხრიკებს. „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ შეთანხმება ამოწურულია, არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება ამოწურულია, იმიტომ, რომ შეთანხმების უკან არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და ემსახურება იმას, რომ როგორმე ამომრჩევლების დემოტივაცია მოახდინონ.

ისინი ხედავენ, რომ დამარცხდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, ანტიდასავლური ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯებით შეეცადონ როგორმე, რომ იქნებ ხალხი არ მოვიდეს არჩევნებზე, არ გაფორმდეს მათი დამარცხება. ამას ემსახურება ანტიდასავლური და „ქართული ოცნების“ დესტრუქციისკენ მიმართული ნაბიჯი.

იმიტომ, რომ ვხედავთ ამ ნაბიჯს მოჰყვა ერთსულოვანი დაგმობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ჩვენ ვრჩებით არა პარლამენტში, არამედ ვრჩებით შეთანხმების ერთგულები. სწორედ ეს უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ გამოვიდეთ შეთანხმებიდან“, - აღნიშნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

ამავე თემაზე:

🔴 ირაკლი კობახიძე: 4 ტყუილზე დაფუძნებით, 4 ნოემბერს რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რამაც რადიკალურ ოპოზიციას მისცა საბაბი, განეხორციელებინათ საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით - პარლამენტის მიმართ

🔴 „მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ“ - კობახიძე