მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვშიშობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება“ - „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

სამხრეთ ოსეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი 5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ე.წ. მინისტრის თქმით, „სამხრეთ ოსეთს“ ეშინია, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყოს.

მისივე თქმით, თბილისში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა ქართული საზოგადოების დამარცხების სიღრმე ყველაზე საშიში დაავადებით - ე.წ. „ევროპული ღირებულებებით“.

„ეს კორონავირუსზე უარესია, რადგან მისი დამანგრეველი ძალა მომავალ თაობებამდე აღწევს, ანადგურებს ტრადიციებს და კულტურას. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სულიერი გახრწნის თავიდან ასაცილებლად. ვშიშობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება“, - განაცხადა მედოევმა.

ინფორმაციისთვის, 6 ივლისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „მდუმარე აქციის“ პარალელურად ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა არაერთხელ გაარღვიეს სამართალდამცველების მიერ გაკეთებული კორდონი, ისინი „მდუმარე აქციის“ მონაწილეებთან მიახლოებას ცდილობდნენ.

ამასთან, ისინი აქციის მონაწილეების და სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ასევე, მათ მიერ იქნა გამოყენებული პიროტექნიკაც.

„მდუმარე აქციის“ მონაწილეებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს ტერიტორია. სწორედ ამის შემდეგ რადიკალებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ამავე თემაზე:

🔴 „პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა და სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი“ - ოლივერ ვარჰეი

🔴 „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ - კახა კუჭავა