პოლიტიკა

ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაზე: ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე

დავით ზალკალიანი
აზერბაიჯანს რესპუბლიკის
დღეს ულოცავს
1623663921
დაკოპირებულია

ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქით, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

„იცით თქვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე. როდესაც მიდის ომი, დაპირისპირება, როდესაც სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, მაშინ ეს საკითხი არის მუდმივად „ჰედლაინებში“ და არის მუდმივად გამოტანილი.

ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში.

სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა. ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. სწორედ ეს გლობალური უსაფრთხოების და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის საკითხი განიხილებოდა და ჩვენი როლი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

მე, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, 30 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვარ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღიდან, ყველა ხელისუფალი ცდილობდა, რომ მედიატორის როლის შეესრულებინა და ჩვენ მშვიდობისმყოფელი ფუნქცია მიგვეღო რეგიონში. მცდელობები იყო მიმართული, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ყოფილა და პირველად დადგა ეს შედეგი.

ეს არის უპრეცედენტო რამ, ქვეყნის გამარჯვებაა, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვებაა და ის, რომ მუდმივად, თბილისიდან დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა ეს მედიაცია და ფასილიტაცია ჩვენი მხრიდან და მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები იყვნენ, მუდმივად აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამ მედიაციის კუთხით, როგორ მიდიოდა პროგრესი და თბილისიდან, ისინი, მუდმივად იღებდნენ შეტყობინებას და ამით, ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ჩვენი როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია გამოიკვეთა.

აქედან გამომდინარე, უადგილოა ახლა საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში
ავარიული სახლის
გამაგრება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის...

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მითხრეს,...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წინა ხელისუფლების დრო მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის მოსმენას აპირებდნენ.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.