მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: შოკირებული ვარ ლიბანში მომხდარი უბედურებით

ზალკალიანის კომენტარი ევროკომისის პრეზიდენტთან შეხვედრისას

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ლიბანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ მინისტრმა მიმართვა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„შოკირებული ვარ ბეირუთში მომხდარი აფეთქებითა და ადამიანების დაღუპვით. ჩვენი თანაგრძნობა ლიბანელ ხალხს. საქართველო თქვენ გვერდით დგას და იზიარებს თქვენს მწუხარებას“, - დაწერა საგარეო სამეთა მინისტრმა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4000-მდე დაშავდა. მომხდარის გამო ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.