პოლიტიკა

ზაზა გულიაშვილი: მე და ჩემს გუნდს გვაქვს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა

ქარელის მერობის
კანდიდატი
1631633397
დაკოპირებულია

„განვლილი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სოფლებამდე მისასვლელი ასფალტირებული გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, სპორტული მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა წარდგენისას განაცხადა.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

„მე და ჩემს გუნდს გვაქვს განვითარების რეალისტური და მკაფიო გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივების ინტერესებზეა მორგებული. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს.

კარგად ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე მუშაობა, რადგან უფლება არ მაქვს დიდი პასუხისმგებლობით არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ მშრომელ ადამიანებს.

მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ შუბითიძე, ყარამან როინიშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, გელა ჭყოიძე, გიგა მამისარაშვილი, კობა ნახუცრიშვილი, მიხეილ ხათაშვილი, ზაზა დაბრუნდაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი,“ - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
აშშ-ს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის
დირექტორი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის...

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

1632037406
„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.