მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქალაქო სასამართლოს შენობა

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ მიიღო.

„თქვენ რაც ჩაიდინეთ, იყო სიბნელე და სივერაგე“, - ასე მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხ დაკავებულს.

„საქართველოს პროკურატურას აქვს ძალიან მკაცრი პოლიტიკა, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე და ზოგადად 2021 წლის 5 ივლისის ქმედებებზე.

რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, მოგეხსენებათ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან ეს სტანდარტი პროკურატურამ დაინახა და კონკრეტულ ვიდეომასალაში, სადაც ძალადობა ჩანს, შეაფასა როგორ საკმარისი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო.

აქედან გამომდინარე ის, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ჯგუფურ ძალადობაში შესაძლებელია მის მიერ მოქნეული ხელი ან სათანადოდ ვერ იქნეს შეფასებული ან საერთოდ ვერ იქნეს შემჩნეული მოძალადე, რა თქმა უნდა ამას ვერ დავეთანხმებით. მტკიცებულებები სახეზეა და სასამართლო მტკიცებულებით სტანდარტს ამოწმებს აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე“, - აცხადებს საქმის პროკურორი

ამასთან, რაც შეეხება ბრალდებულების სიტყვას, ისინი აცხადებენ, რომ არავისზე უძალადიათ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.

ამავე თემაზე:

🔴 „პროკურატურა და სასამართლო იმსჯელებს, დასაკავებელი არიან თუ არა“ - გომელაური „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის ორგანიზატორებზე

🔴 „როდესაც ეს ინციდენტები დაიწყო, პოლიციელები არ აღმოჩნდნენ საკმარისი რაოდენობით, რომ აბსოლუტურად დაეცვათ ჟურნალისტები“- მიხეილ სარჯველაძე

🔴 მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ 8 პირს ბრალდება წარედგინა