მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად მამუკა წოწერია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს მოვიარეთ ქალაქის ცენტრალური უბნები და ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა, ამ მუხტის განსაკუთრებული ფაქტორია მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა თაობის ზუგდიდელების მიერ, ეს ადამიანები უკმაყოფილო არიან პირველი ტურის შედეგებით და დამოუკიდებლად მაქსიმალურად ჩართული არიან კამპანიაში“,- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, მეორე ტურში იმ მოქალაქეების მონაწილეობაზე ისაუბრა, ვინც პირველ ტურის დროს „ქართული ოცნების“ უპირატესობაში დარწმუნებულმა ინერტულობა გამოიჩინა და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

„ზუგდიდში ხდება თვითორგანიზება და მობილიზება იმ ადამიანების, რომლებმაც პირველ ტურში ჩათვალეს რომ „ქართული ოცნება“ იყო უალტერნატივო და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ეს ადამიანები უკვე აფასებენ, რომ მათი ხმა არის გადამწყვეტი და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ აქტიურობისკენ მოვუწოდოთ ზუგდიდელ მოსახლეობას, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ხმას აძლევენ და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და არა მძიმე წარსულში დაბრუნებას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.