პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის მცხოვრებლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის
მცხოვრებლებთან
ინდივიდუალურ შეხვედრებს
აგრძელებს
1632407521
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია რაიონში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათის დანახვა და, მოსახლეობის ჩართულობით, იმ პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პროექტების დაგეგმვისას.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რეგულარულად გაიმართება და გამარჯვების შემდეგ ის თავის გუნდთან ერთად იზრუნებს თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე, მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.