მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიცი რა გამოვა, არ მინდა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი საუბარი ბოლო შეხვედრის გაგრძელება იყო.

„ფასილიტატორების მხრიდან მცდელობაა, რომ იპოვონ გადაკვეთის წერტილები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შესაბამისად დღევანდელი საუბარიც ამას შეეხებოდა.

სწორედ ეს და ამის წინა საუბარი მოსამზადებელი შეხვედრებია მესამე რაუნდისთვის, რომ რაღაც შედეგით დასრულდეს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, არ იცის რა გამოვა საბოლოოდ.

„არც განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც პესიმიზმის დათესვა“, - დასძინა მან.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 შალვა ნათელაშვილი: სად ერთი-ერთზე კონსულტაცია ელჩებთან და სად მრავალფორმატიანი?

👉 მელია: პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის არავის სჯერა