„ჩვენი პოზიცია იყო, რომ სამართლებრივად, იმ შედეგებზე გასვლა, რომელიც არჩევნებზე ხალხის ნების გამოხატულება იქნება, შეუძლებელია, თუმცა გუშინ ცესკომ ეს გზა ისედაც ჩაკეტა, ამიტომ მოლაპრაკების მაგიდასთან ამაზე საუბარი აღარც არის“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები მესამე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმც,ა მისი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგი პარლამენტში განვაგრძოთ
👉 შალვა ნათელაშვილი: თალაკვაძისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია