მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ენმ-ს ლიდერი?

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მოლაპარაკებები სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი 2“-ზე ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი 2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

👉ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 10 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

👉11 ნოემბერს სატელევიზიო ეთერში მან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მზაობის არ არსებობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉გრიგოლ ვაშაძის განცხადება

👉ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძეზე: ადამიანურად დამწყვიტა გული

👉„აღარ უნდა მივრბოდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ...“- ვაშაძე