მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26-28 თებერვალს ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება

სქი-ქროსი

ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება.

მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. 

„ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის.

ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით“ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.