მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბასთუმნის ტყეში ხანძარია

სახანძრო სამსახურის მანქანა

კურორტ აბასთუმანის ტყეში ხანძარია.

ადგილობრივმა მოსახლეობამ კვამლი დაახლოებით 17:00 საათისთვის შენიშნა. ცეცხლი დაახლოებით 300კვ. მ-მდე ფოთლოვან ტყის მასივს გაუჩნდა.

მეხანძრე - მაშველებთან ერთად ხანძარს ადგილობრივებიც აქრობდნენ.

"ამ წუთში, შეიძლება ითქვას ცეცხლის ღია კერები აღარ არის, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანებაა. სახანძრო მანქანა ვერ ამოდის, ამიტომ მეხანძრეები და ადგილობრივები ხელით ვაქრობთ. ეს ისეთი მიუდგომელი ადგილია, დამსვენებელი ვერ ამოვიდოდა და კოცონს ვერ აანთებდა", - ამბობენ ადგილობრივები.

ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ცეცხლის სალიკვდიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული.

"ხანძრის ლოკალიზება მალევე შევძელით. საბედნიეროდ ცეცხლი წიწვოვანში არ გადასულა. ხანძარი სავარაუდოდ გუშინ ხეზე დაცემულმა მეხმა გამოიწვია, რომელიც ნელ-ნელა აალდა. ამ დროისათვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“ - აცხადებს ადიგენის მერი.