მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

ცნობისთვის, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.