მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დილიდან ახორციელებს საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

დეპარტამენტის ცნობით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 25-40 სანტიმეტრს აღწევს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება.

ინფორმაციისთვის, სოფლების მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული არ არის.