მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება - რეგიონში შეზღუდვები წესდება

მთავრობის ადმინისტრაციაში

აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„აჭარაში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ და რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება“ , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა დადასტურდა და რეგიონი წითელ ზონად მიიჩნევა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.