მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უკვე გაწმენდილია

აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უკვე გაწმენდილია

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ძირითად მიმართულებებზე თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უკვე გაწმენდილია,  - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი თქმით, ხუთივე მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის შეუზღუდავად ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, ავტოტრანსპორტის გადაადგილება სასურველია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.