ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
აქციას საინფორმაციო ხასიათისაა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქტივისტებს სამომავლო გეგმებს აცნობენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს მშვიდობიანი აქციის 70-ე დღეა და ჩვენ ამ ფორმით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. მოთხოვნები რჩება იგივე. ჩვენი მოთხოვნა იქნება უპირობო და მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას“, - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
👉 ინფორმაციისთვის, აჭარაში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
👉 აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისათვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა.
დღეს „ნიკორას“ დიღმის ფილიალში დაპირისპირება მოხდა მაღაზიის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ალბათ იხუმრა.
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.