მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო

ონის რაიონი

ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიყო. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.