მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიგენში საწყობს მეხი დაეცა

საწყობს მეხი დაეცა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მეხი ჩამოვარდა. ცეცხლი შენობას გაუჩნდა, სადაც ადგილობრივს თივა ჰქონდა შენახული.

თვითმხილველების თქმით, ხმელ ბალახს ცეცხლი სწრაფად მოეკიდა, თუმცა ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი ცდილობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალს ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დაითვლიან.