მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქის რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

სეტყვა ბალახში

ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ჩითილები, დახოცილია შინაური ფრინველი.

"სიმინდი, ლობიო, აღარ არსებობს, კარტოფილის ნათესებიც კი გაანადგურა, ჩითილებზე ლაპარაკიც არ არის. რა ეშველება გლეხს, რომელსაც სეტყვამ მთელი წლის სარჩო გამოაცალა ხელიდან", - ამბობენ სოფელ ოკამში.

ახალქალაქის მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის განცხადებით, ოკამის გარდა, მოსავალი გაუმადგურდათ სოფლებში გოგაშენი, ვაჩიანი, გოკიო.

ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მერიას ხვალ, 13 ივნისს ექნება.