მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

დენის კაბელი

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 45 წლამდე კაცი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო, რა დროსაც დენმა დაარტყა. გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.