მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალშენში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა

წყლის მილები

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის სამუშაოების დაწყებას გეგმავს.

რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ჩატარდა და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცედურები. სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მაცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა. ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ. სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს ჭაში არსებული წყლის დებეტი კლებულობს, შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნება.

სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24-საათის განმავლობაში ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი.