მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალსოფელში 1,32 კმ-იანი გზა დაიგო

ასფალტის საფარიანი გზა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით შესრულდა.

გზის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე 2-ფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო და ცხაურები და კიუვეტები მოეწყო. პროექტის ღირებულება 317 000 ლარს შეადგენს.

არსებული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. რეაბილიტირებული გზით სკოლისა და ბაგა-ბაღის მოსწავლეებიც ისარგებლებენ.