მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში გამშვებ პუნქტებზე მგზავრებს ორენოვანი ფლაერები დაურიგეს

ფლაერების დარიგება

ქალაქ ახალციხეში, ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ქართულ და სომხურ ენებზე ფლაერები დაარიგეს. საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს.

კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის, შეზღუდვების, წესებისა და რეკომენდაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალის გავრცელება, რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით მიმდინარეობს.

ბროშურები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადდა.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თინა ღოღელიანის განმარტებით,100 000 ფლაერი ეთნიკური უმცირესობებისთვის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდება.