მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დასადგმელად კონკურსი გამოცხადდა

რაბათის ციხე ახალციხეში

ახალციხის მერიამ, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის დასადგმელად, ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ესკიზის წარდგენა შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციულ შენობაში.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლი უნდა მდებარეობდეს ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში (წრიულზე) ან ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.

სპეციალური ჟიური ძეგლის ესკიზს მხატვრული ღირებულებისა და ფასის მიხედვით შეარჩევს. გაიმარჯვებს ის ესკიზი, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას მოიპოვებს.

პირველ ადგილზე გასული ავტორი განახორციელებს პროექტს, მეორე ადგილზე გასული ფულად ჯილდოს, 1 500 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 1 000 ლარს მიიღებს.

გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი ეწოდებოდა.