მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო

არაგის ხიდის ტერიტორია

ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიკილიასთან უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე მტკვარში არასრულწლოვანი დაიხრჩო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარი ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ წყალში შესული იყო არასრულწლოვანი და ვეღარ ხედავდნენ. საძიებო სამუშაოებში ჩაერთვნენ მაშველები. ცხედარი ნაპოვნია წყალში, ჩითახევჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.