მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის ბაზრიდან ასობით მოქალაქე პოლიციამ გაიყვანა

საქართველოს პოლიციის ფორმა

დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია მყიდველებისა და გამყიდველების რიგს ვერ იტევდა.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეები ბაზარში სავაჭროდ მივიდნენ. მათი თქმით, საკვების მარაგი ამოეწურათ და სახლიდან ამიტომ გამოვიდნენ.

სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეები კი აცხდებდნენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დროა და ნერგები, თესლები და პესტიციდები უნდა მოიმარაგონ.

ბაზარში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაირღვა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამით საფრთხე არავის შექმნია.

მას შემდეგ, რაც ახალციხის ბაზარში ჟურნალისტები შენიშნეს, ადგილზე საამართალდამცველები გამოჩნდნენ.

მათ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა შეუსრულებლობის გამო, ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.