მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახმეტაში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლა დაიტბორა

დატბორილი სკოლა

ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში კასრისწყალის საჯარო სკოლა დაიტბორა
ამ დრომდე წყალი დგას პირველ სართულზე საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ინფრასტრუქტურა, რომელიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს. გიორგი ბუღრიძის თქმით, შენობის დატბორვა წვიმის გარდა, იმანაც გამოიწვია, რომ სოფელში მდებარე ბიზნესმენ ცაძიკიძეების კუთვნილი ტბები გადაივსო.

ამ დრომდე სტიქიის ზონაში დასახმარებლად არავინ ჩასულა. მათ შორის, არც ახმეტის რესურს ცენტრიდან.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც წვიმის შედეგად, სკოლას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.