მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ევროპული საქართველო" ჭიათურაში აქციას მართავს

აქცია ჭიათურაში

დღეს, 26 სექტემბერს ჭიათურაში აქცია იმართება, რომლის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველოა“.

აქციის მონაწილეები ჭიათურის მერიაში კორუფციულ გარიგებებსა და წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე მიმდინარე ზეწოლას აპროტესტებენ და ითხოვენ ჭიათურის მერის გივი მოდებაძის გადადგომას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, დღეს პარტია აპროტესტებს მერიაში არსებულ კორუფციას.

„კორუფციამ წაიღო ეს ქალაქი და ყველამ იცის, რომ ჭიათურას კლანები მართავენ და მათთან დიდი თანხები მიდის“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ინფორმაციისთვის, აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.